ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, რომ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება - კარლ ჰარცელი

03 მაისი 2022, 13:05 1183 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა.

„არ მაქვს ინფორმაცია ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველწყაროდან და არც ექიმი ვარ, რომ სწორი შეფასებები გავაკეთო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შეშფოთებული ვართ გავრცელებულ მოხსენებებთან დაკავშირებით, მათ შორისაა სამედიცინო ექსპერტების ანგარიში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ.

ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს არ არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხი“, – განაცხადა ჰარცელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში