აზოვსტალში დაჭრილები რჩებიან

10 მაისი 2022, 18:30 789 ნახვა

უკრაინის ხელისუფლება მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან დაჭრილი ჯარისკაცების, ექიმებისა და სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხო ზონაში გამოყვანის პროცედურაზე მუშაობს-  ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი.  ,,პირადად უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო ხელმძღვანელობა, არ იშურებენ ძალისხმევას, რათა მოძებნონ გამოსავალი და მოახდინონ ,,აზოვსტალიდან" ხალხის ევაკუაცია.  მუშაობა მიმდინარეობს ,,ექსტარქშენის" პროცედურის გამოყენებაზე,რომელიც ეხება დაჭრილ მებრძოლებს, მედიკოსებსა და ჯარისკაცებს. მათი გადაყვანა უნდა მოხდეს მსოფლიო თანამეგობრობის დახმარების გზით - ნათქვამია განცხადებაში.  ,,ექსტრაქშენის", იგივე ექსფილტრაციის პროცედურა ითვალისწინებს უფრო უსაფრთხო ადგილზე პერსონალის გადაყვანას იმ ტერიტორიიდან, რომელიც  მტრის კონტროლის ქვეშაა. ეროვნული გვარდიის განმარტებით, ამ ეტაპზე ქალაქ მარიუპოლს იცავენ: პოლკი ,,აზოვი", ეროვნული გვარდიის მე-12 ბატალიონი; საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა; მესაზღვრეები; პოლიცია; მოხალისეები. აზოვსტალში შტურმის მცდელობები ყოველდღიურად გრძელდება, მხოლოდ გასულ დღე-ღამეში,    ოკუპანტებმა  ტერიტორიაზე 34 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის 8 სტრატეგიული ბომბდამშენი. სროლების პარალელურად, ,,აზოვსტალიდან’’ ჯარისკაცების გამოყვანის მოთხოვნით, ,,გადავარჩინოთ მარიუპლი“  საერთაშორისო პეტიციაზე   ხელმოწერები   გროვდება.  უკრაინული მედიის ცნობით, პეტიციას უკვე ჰყავს    მილიონი ხელმომწერი  და ისინი   ამ დოკუმენტით    გაერო-სა და მსოფლიოს ლიდერებს, მოუწოდებენ,   სასწრაფოდ დაიწყონ მარიუპოლიდან ევაკუაციის პროცედურა.  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინის ქიმიურ ობიექტებზე დივერსიული აქტები განახორციელონ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში