 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 614 პირი.
სულ ჩატარდა - 104 996 ტესტი, მათ შორის 95 506 ანტიგენ ტესტი, 9 490 კი პისიარ ტესტი.
უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.55%
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            