ჰაერის დაბინძურებისთვის ''ორბი ჯგუფს'' ჯარიმის ოქმი გამოუწერეს

04 ივნისი 2022, 11:57 1609 ნახვა

სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფი“ ჰაერის დაბინძურებისთვის შესაძლოა დაჯარიმდეს. ინფორმაცია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაგვიდასტურეს, სადაც განმარტავენ, რომ დადგინდა  ჰაერის დაბინძურების დარღვევა, რომელიც სამშენებლო ტერიტორიაზე განთავსებული ცემენტის სილოსებიდან განხორციელდა.

სამართალდარღვევის  ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა და სასამართლოს უკვე გადაუგზავნა.

კანონდარღვევა 10 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

საკითხთან დაკავშირებით ''ორბში'' კომენტარს არ აკეთებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში