ომგამოვლილი უკრაინელი ბავშვები ბათუმში

06 ივნისი 2022, 19:46 844 ნახვა

მძვინვარე ომის პარალელურად სამოქალაქო საზოგადოებამ იმარჯვა და უკრაინის ცხელი წერტილებიდან ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა შეძლო. აჭარისა და დონეცკის საქველმოქმედო ფონდები ქვეყნებს შორის მეგობრობას 7 წელია უწყობენ ხელს. აქამდე პროექტი უკრაინაში ქართველი ბავშვების ვიზიტსაც ითვალისწინებდა. ომის შემდეგ პირველი ნაკადი ბათუმში გუშინ ჩამოვიდა. ფონდი „ ალილო 2015 „ არაერთი კომპანიისა და ორგანიზაციის მხარდაჭერით არსებობს, მათ კი შემოწირულობები ბავშვების გახალისების მიზნით გამოიყენეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში