 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 514 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 103 529 კვლევა ტესტით, მათ შორის 93 577 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 952 PCR ტესტით.
ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი
7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.49%.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            