დაშავებულ ახალგაზრდას ოპერაცია უტარდება - გამოძიება დაწყებულია

12 ივნისი 2022, 20:07 6441 ნახვა

ქარის გამო ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან ჩამოვარდნილი მძიმე საგნის თავში დაცემის შედეგად დაზიანებული ახლგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

გამოძიება სსკს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, მოკვლევა დაიწყო მუნიციპალურმა ინსპექციამაც. აქ ამბობენ, რომ ''დიეს გრუპი'' უკვე რამდენჯერმე იყო დაჯარიმებული უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო.

კომპანიაში კი ამბობენ, რომ ჯერ დამტკიცებული არ არის, რომ საგანი სწორედ მათი ობიექტიდან გადმოვარდა და თავადაც აწარმოებენ მოკვლევას. კომპანიიის დირექტორი ამ წუთებში მუნიციპალურ ინსპექციაში იმყოფება

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში