 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 546 ადამიანი.
ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდა - 100 232 ტესტი, მათ შორის 92 556 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 676 PCR ტესტით.
უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი
7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.51%.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            