ბათუმელი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონი გახდა

15 ივნისი 2022, 20:01 756 ნახვა

ბათუმელი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონი გახდა. ანრი ხოზრევანიძემ რუმინეთში მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს დროშა რამდენიმე წუთის წინ ააფრიალა.

ფინალურ ბრძოლაში 4:1 აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა. გუშინ ორი გამარჯვება 9:2 და 7:1 მოიპოვა.

ხოზრევანიძისთვის ეს უკვე მეორე ოქროა. არის მრავალგზის პრიზიორი და არაერთი ტურნირის გამარჯვებული.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში