ინტელექტის კვირეული ბათუმში

30 ივნისი 2022, 19:19 1090 ნახვა

„პულოვერში“- ასე ჰქვია ნენე კვინიკაძის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ბათუმში გაიმართა. ავტორისთვის ეს მეხუთე წიგნია,რომელშიც ბოლო 3 წლის მოვლენებია თავმოყრილი. ბათუმელი მკითხველი მომდევნო 5 დღის განმავლობაში კიდევ 4 ავტორს გაიცნობს. „ბიბლუსისა“ და „ინტელექტის“ ერთობლივი  პროექტის ფარგლებში მკითხველს შეხვდებიან ერეკლე დეისაძე, პაატა შამუგია და თემურ ელიავა. კვირეულის ბოლოს კი დაგეგმილია ცნობილი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ჩანაწერებისა და სცენარების ნაკრების წარდგენა, რომლებიც წიგნადაა გამოცემული. 2 წიგნი „მუჟში დამალული კენჭები’’ და,, იქ ჩემთან’’ -ასე ქვია 2 ახალ წიგნს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში