უიმბლდონის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიკ კირიოსს დაუპირისპირდება

10 ივლისი 2022, 10:25 499 ნახვა

უიმბლდონში დასრულდა ქალთა ერთულთა თანრიგის ტურნირი, გამარჯვებული კი ყველასთვის მოულოდნელად 23 წლის ყაზახი ელენა რიბაკინა გახდა, რომელმაც სამსეტიან ფინალში მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი. ტუნისელი უნს ჟაბერი 3:6, 6:2, 6:2 დაამარცხა.

რიბაკინა ლონდონში მე-17 ნომრად იყო განთესილი. მოსკოვში დაბადებული ელენა რიბაკინა ყაზახეთის სახელით 2018 წლიდან თამაშობს. იგი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორიცაა.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონზე ვაჟთა ფინალი დღეს გაიმართება, ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ავსტრალიელი ნიკ კირიოსი დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში