კვარაცხელიას პირველი გოლი და საგოლე პასი „ნაპოლიში“

10 ივლისი 2022, 10:55 482 ნახვა

დიმაროში შეკრებაზე ორმხრივ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ახალწვეულები დაახასიათა: "კვარაცხელია და ოლივეირა მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, რომელთაც ძალიან ვენდობით.

ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, რათა თანდათან მაქსიმალურ ფორმაში ჩავაყენოთ. კვარას კიდევ სჭირდება ვარჯიში, მისი უნარები ვიცით და საკმაოდ მშვიდად ვართ.

ორივეს ფასი ვიცით და გვიხარია, რომ ჩვენთან არიან", - განაცხადა „ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში