ლეხ ვალენსა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფას რუსეთის დაშლაში ხედავს

11 ივლისი 2022, 10:09 691 ნახვა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალესა  რუსეთის მოსახლეობის 50 მილიონამდე შემცირების მოწოდებით გამოდის. „ იქ 60 ეროვნების ხალხი ცხოვრობს, რომლებიც შევიწროებული არიან ისევე, როგორც დღეს უკრაინელებს ავიწროვებენ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ხალხებს აჯანყებაში.  ან უნდა შევცვალოთ რუსული პოლიტიკური სისტემა, ან შევამციროთ რუსეთის მოსახლეობა 50 მილიონამდე ”, - განაცხადა ვალესამ.  მისი თქმით, აუცილებელია „ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის შეცვლა და ამ  ხალხების აჯანყების ორგანიზება“. 

„უკრაინამ რომც მოიგოს ეს ომი, ხუთ წელიწადში იგივე გამეორდება, ათ წელიწადში კი სხვა პუტინი მოგვევლინება. თუ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შეცვლა შეუძლებელია, მაშინ მსოფლიოს უსაფრთხოებას მხოლოდ დღევანდელი რუსეთის დაშლა უზრუნველყოფს“- თქვა ვალესამ. პოლონეთის ექსპრეზიდენტი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ დასავლეთი დაინტერესებულია გავლენის სფეროების გაფართოებით.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთი აფართოებს თავის ძალას ნატოს მეშვეობით, ევროკავშირი გაფართოების გზით, თუმცა იგი დემოკრატიული გზებით მოქმედებს. რუსეთი ამას ძალადობით აკეთებს"-აცხადებს ვალენსა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში