ლიზ ტრასი პრემიერის პოსტისთვის იბრძოლებს

11 ივლისი 2022, 09:49 502 ნახვა

“გადასახადების შემცირება„ - ეს ლიზ ტრანსის პირველი დაპირებაა, რასაც პირველივე ეტაპზე განახორციელებს, თუ ის ბორის ჯონსონს ჩაანაცვლებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებელ მარათონში ჩაერთო.

ლიზ ტრასის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში ასევე გეგმავს დაზღვევის ხარჯების გაზრდას და ბიზნესის განაკვეთების რეფორმას.

კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის საერთო ჯამში 11 კანდიდატი იბრძვის. კონსერვატიული პარტიის დეპუტატების კომიტეტი, რომელიც ორგანიზებას უწევს შერჩევის პროცესს, 11 ივლისს შეიკრიბება და ლიდერთა რბოლის განრიგს და წესებს გადაწყვეტს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში