რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენით ევროპაში გაზის მიწოდება დროებით შეწყვიტა

11 ივლისი 2022, 14:33 674 ნახვა

ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენით ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის  მიწოდება 11 ივლისიდან 21 ივლისამდე ათი დღით შეწყდა, როგორც მანამდე პროექტის ოპერატორმა კომპანიამ განაცხადა. 

რუსული მედიის თანახმად, მოსკოვის დროით 7:00 საათიდან ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენით გაზის მიწოდება შეწყდა.  მიზეზად კომპანია 10 დღის განმავლობაში გეგმური ტექნიკური მომსახურების ჩატარებას ასახელებს და აცხადებს, რომ სამუშაოების განრიგი და გეგმა მანამდე პარტნიორებთან შეათანხმა.

ევროპაში შიშობენ, რომ რუსული გაზის მიწოდება ხანგრძლივად შეწყდება, რაც ენერგეტიკულ კრიზისს მოასწავებს.

ჯერ კიდევ სამი წლის წინ, „გაზპრომი“ სხვადასხვა მილსადენის საშუალებით ევროპას დღიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა. მიმდინარე წლის მაისში ეს ოდენობა განახევრდა. ივლისის დასაწყისში უკვე დღიურად 140 მილიონი კუბმეტრი შეადგინა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში