პაკისტანში მუსონურმა წვიმებმა 150 ადამიან იმსხვერპლა

12 ივლისი 2022, 09:49 420 ნახვა

პაკისტანში  მუსონურმა წვიმებმა სულ მცირე 150 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის  ქალები და ბავშვები არიან. დაშავებულია 163 ადამიანი. გადაუღებელმა წვიმებმა  ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, წალეკილია გზები, დანგრეულია ხუთი ხიდი და ელექტროსადგური.

ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მთლიანად ან ნაწილობრივ დააზიანა ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა  საპორტო ქალაქ ყარაჩიში,  სადაც  ქუჩები დაიტბორა. პაკისტანში მუსონური  წვიმების სეზონი ივლისიდან სექტემბრამდე გრძელდება.

სპეციალისტები  ამბობენ, რომ წვიმა საჭიროა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვისა და პაკისტანში კაშხლებისა და სხვა წყალსაცავების შესავსებად.  პაკისტანის სამხრეთში მანამდე  ძლიერი  გვალვა იყო.

 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში