პენტაგონმა რამშტაინ-4-ის შეხვედრა დაანონსა

12 ივლისი 2022, 10:20 571 ნახვა

უკრაინის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით მომუშავე  საკონტაქტო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა, რომელიც  ცნობილია როგორც "რამშტაინის ფორმატი", 20 ივლისს ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ პენტაგონის პრესსამსახურმა  აშშ-ისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების ლოიდ ოსტინისა და ალექსეი რეზნიკოვის სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა.

ოსტინი რეზნიკოვს ახალი 400 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის შესახებ  ესაუბრა, რომელიც  აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა   8 ივლისს მოაწერა ხელი.

რეზნიკოვმა ამერიკელ კოლეგას  ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო. მინისტრებმა ასევე განიხილეს რამშტაინ 4-ის შემდეგი შეხვედრის დღის წესრიგი. 

რამშტაინის ფორმატის მონაწილეთა შემდეგი შეხვედრები ონლაინ რეჟიმში  გაიმართება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში