ლიეტუვა უკრაინას აღდგენითი სამუშაოებისთვის 10 მილიონ ევროს გამოუყოფს

12 ივლისი 2022, 14:04 656 ნახვა

ლიეტუვის მთავრობამ უკრაინას განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად  10 მილიონი ევრო გამოუყო. ფინანსური დახმარების პაკეტი გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს უნდა მოხმარდეს.

”ეს სახელმწიფო დახმარება განკუთვნილია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისთვის და  ძირითადი საჭიროებებისთვის. უკრაინელები გაიმარჯვებენ, რადგან სიმართლე  მათ მხარეზეა- განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ. ფინანსური დახმარება უკრაინის ეროვნულ ბანკს გადაეცემა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში