ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში 

16 ივლისი 2022, 17:09 596 ნახვა

აშშ და საუდის არაბეთი ირანის ბირთვული იარაღის მიღების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით, როიტერი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტისას დაადასტურა შტატების მუდმივი ვალდებულება მხარი დაუჭიროს საუდის არაბეთის უსაფრთხოებასა და  ტერიტორიულ დაცვას, ამასთან ხელი შეუწყოს სამეფოს, შეძლოს თავისი ხალხისა და ტერიტორიის გარე საფრთხეებისგან დაცვა.

მედიის ცნობით, საუდის არაბეთმა და აშშ-მ ხაზგასმით აღნიშნეს  ირანის სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის შეკავების აუცილებლობა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში