უკრაინის მხარდამჭერი აქცია 

17 ივლისი 2022, 17:05 520 ნახვა

ბათუმში, ევროპის მოედანზე ერთ საათში უკრაინაში რუსეთის აგრესიის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს ახორციელებს და ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ყოველდღიურად კი იღუპება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მოხდეს ზეწოლა რუსეთზე და შეჩერდეს აგრესია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში