ლიზ ტრასი მზად არის პუტინს პირისპირ შეხვდეს

18 ივლისი 2022, 14:20 544 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლიზ ტრასი მზადაა “დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ამის შესახებ მან „კონსერვატორული პარტიის“ ლიდერობისთვის მებრძოლ კანდიდატებს შორის გამართულ სატელევიზიო დებატებზე განაცხადა.    

პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატებმა  განაცხადეს, რომ პუტინთან სასაუბროდ არ დასხდებიან, ყოველ შემთხვევაში არსებულ პირობებში.

რუსებთან საუბარი გამორიცხა ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმაც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში