რამშტაინ-4-ის შეხვედრა 20 ივლისს გაიმართება

19 ივლისი 2022, 10:09 461 ნახვა

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა  უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის ეგრეთწოდებული რამშტაინ 4-ის  შეხვედრის წინ  მორიგი სამხედრო  დახმარების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა. „ჩვენ მეგობარ ლოიდ ოსტინთან ერთად განვიხილეთ რამშტაინის მოახლოებული შეხვედრა.

შევთანხმდით დღის წესრიგზე, გავუზიარეთ ინფორმაცია უკრაინაში იარაღის კონტროლის შესახებ. ასევე ლოიდ ოსტინს აქვს კარგი ამბავი, მაგრამ დეტალები ცოტა მოგვიანებით " - წერს რეზნიკოვი.

26 აპრილს გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე   40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც  უკრაინის კოლექტიური მხარდაჭერის ჯგუფი შეიქმნა.

მისი მიზანია  უკრაინის არმიის თავდაცვის საჭიროებების უზრუნველყოფა. რამშტაინ 4-ის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 20 ივლისს გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში