აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების რეზოლუციას

19 ივლისი 2022, 10:06 434 ნახვა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.  ამ ქვეყნების ალიანსში შესვლის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ   მხოლოდ 17-ი კონგრესმენი გამოვიდა,  394-ი კი გადაწყვეტილებას მიემხრო.

ამერიკამ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ზუსტად ორი თვის შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც სკანდინავიის ქვეყნებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადეს. 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, ხელი შეუშალოს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას. კონგრესის წარმომადგენლებმა ალიანსის წევრებს მოუწოდეს შეასრულონ ვალდებულება, რომელსაც ყველა წევრი ქვეყანა 2014 წელს დათანხმდა.

მაშინ ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-ს  თავდაცვაზე დახარჯავდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში