ირანი მხარს უჭერს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში

20 ივლისი 2022, 11:21 758 ნახვა

ირანის ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ებრძვის, ამიტომაც მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ჰამენეიმ აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ირანსა და რუსეთს  შორის მჭიდრო თანამშრომლობა და, რომ ორ ქვეყანას შორის გაზისა და ნავთობის სფეროში მრავალრიცხოვანი შეთანხმება არსებობს, რომელთა რეალიზება უნდა მოხდეს.

ჰამენეიმ ასევე განაცხადა, რომ დასავლეთი ძლიერ რუსეთს ებრძვის და ნატოს ბლოკს საშიში ორგანიზაცია უწოდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში