საგიტარო მუსიკა

21 ნოემბერი 2022, 12:01 2043 ნახვა

საგიტარო მუსიკა

საგიტარო მუსიკა ზუკა სიმონიშვილი - 13 წლის ასაკში შეძენილმა პირველმა ელექტრო გიტარამ და ჯგუფ ნირვანას აღმოჩენამ ზუკა სიმონიშვილის, ერთი თბილისელი თინეიჯერის მომავალი იმგვარად განსაზღვრა, რომ თბილისის კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ მან სახლში მცირე სტუდიაც მოაწყო და საკუთარი მუსიკის წერაც დაიწყო. სადღაც შუალედში კიდევ იყო ტელევიზორში შემთხვევით ნანახი მაილს დევისის ელექტრიკ ბენდის კონცერტი, რამაც იმპროვიზაციული მუსიკისადმი ინტერესი გაუჩინა დამწყებ გიტარისტს. და აი დღეს ზუკა სიმონიშვილი ორი მუსიკალური ალბომის Number 3 (2020) და Number 4 (2021) (პირველი სრული და მეორე მცირე) ავტორია, როგორც სესიური გიტარისტი თანამშრომლობს სხვადასხვა მუსიკოსთან და ახალ თემებს ამუშავებს მომავალი ალბომისთვის. ლაშა უგულავა - ახალგაზრდა გიტარისტს და მუსიკის ავტორს ლაშა უგულავას ჯერ-ჯერობით ერთი 2020 წლის ალბომი Delusion და ერთი სინგლი (Undead) აქვს გამოცემული. იგი ასევე ხმის რეჟისორის და პროდიუსერის ფუნქციას ითავსებს საკუთარი სტუდიაში. როგორც მუსიკის (და ტექსტის) ავტორი იგი არ იზღუდავს თავს სტილისტურად. ლაშა ქართულ ანდერგრაუნდ მუსიკალურ სცენაზე 15 წლიდან გამოჩნდა და დღესაც 26 წლის ასაკში, როგორც ინსტრუმენტალისტი სრულყოფს საშემსრულებლო ტექნიკას.