ახალი ქართული პოსტ პანკ ტალღა - Dusty Cassette, Xerox, Izmir, Kosmoss

13 იანვარი 2023, 14:03 1795 ნახვა

ახალი ქართული პოსტ პანკ ტალღა - Dusty Cassette, Xerox, Izmir, Kosmoss

დიდ ბრიტანეთში 70იანი წლების ბოლოს პანკ მუსიკის ერთგვარ გაგრძელებად ჩამოყალიბებული ჟანრით პოსტ პანკით ბოლო ერთი-ორი წელია საქართველოში  არაერთი ახალგაზრდა მუსიკოსი დაინტერესდა. უნდა აღინიშნოს რომ რიგ შემთხვევაში ამ ახალგაზრდების შთამაგონებელი ბოლო ათწლეულში გამოჩენილი პოსტ პანკის ეგრეთწოდებული სლავური და აღმოსავლეთ ევროპული ტალღა და მისი წარმატებული წარმოამდგენლები გახდნენ და არა ჟანრის პირველი გზის გამკვლევები (Joy Division, Bauhaus, The Cure...). თუმცა ესენიც არ დარჩენიათ უყურადღებოდ.
რაც ყველაზე საინტერესოა ამ ჟანრის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებს, როგორიცაა ჯგუფები Dusty Cassete, Kosmoss, Xerox, Izmir მშობლიურ, ქართულ ენაზე სიმღერა მოესურვათ და ეს არცთუ ურიგოდ გამოსდით.