PELARGONIA

14 იანვარი 2023, 12:11 1960 ნახვა

PELARGONIA

ამ ახალგაზრდა თბილისური ჯგუფის ისტორია 2021 წელს იწყება, როდესაც გუგუა გოგოსაშვილმა და ნიკა შარვაძემ გადაწყვიტეს იმ ჯგუფისგან დამოუკიდებლად,სადაც იმ დროს ირიცხებოდნენ,  შეექმნათ ახალი, ექსპერიმენტული ჟღერადობის ბენდი. აღმოჩნდა ისე, რომ ამ ორი ახალბედა მუსიკოსი სახლებში სხვა მცენარეებს შორის იზრდებოდა ყვავილოვანი მცენარე პელარგონია. აქედან მომდინარეობს ამ ჯგუფის სახელიც.
ბიჭებს პირველი სიმღერის დაწერისკენ პაოლო იაშვილის ლექსმა „პირამიდები“ უბიძგა. კუსტარულად გაკეთებული ჩანაწერისთვის საბოლოო სახის მისაცემად გუგუას უბნელ დათო ლომიძეს მიაკითხეს, რომელიც იმ ხანად ხმის ინჟინერიის საფუძვლებს ითვისებდა. მოხდა ისე რომ დათომ ეს სიმღერაც დამიქსა და ჯგუფში გიტარისტის ადგილიც დაიკავა. მოგვიანებით სამეულს დრამერი ნიკა მჭედლიშვილი შეუერთდა. ახალბედა ჯგუფი „თბილისი ოფენ ეარის“ შესარჩევ კონკურში Newcomers-2022 გამარჯვების შემდეგ ამ მნიშვნელოვანი მუსიკალური ფესტივალსი სცენაზეც მოხვდა.
გასული წელი „პელარგონიამ“ სადებიუტო, სინგლების ნაკრები ალბომის „Mein Name sei Gantenbein“ („ვიქნები თუნდაც განტენბაინი“) გამოცემით და სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმებზე გააქტიურებით დაასრულა.