ნესტან ბაგრატიონ - დავითაშვილი

11 ივლისი 2025, 12:49 105 ნახვა

ნესტან ბაგრატიონ - დავითაშვილი

 

ნესტენ ბაგრატიონ-დავითაშვილი მუსიკას ბავშვობიდან ეზიარა და ფორტეპიანოს შეისწავლიდა თბილისში მუსიკალურ სკოლაში. ამის პარალელურად მას სასიმღერო მიმართულება აინტერესებდა, თუმცა ოჯახი საფორტეპიანო მიმართულების გაყოლას ურჩვდა. 16 წლისა ნესტანი სახასიათო ხმის წყალობით მასზე ასაკით უფროს ბლიუზის შემსრულებელთა გარემოში აღმოჩნდა და 1995-96 წლებში თბილისში გამართულ თანამედროვე მუსიკის ფესტივალებზე („ხელები“ და „მარგარიტა“) სგამოსვლის შემდეგ იქნა შემჩნეული და „მარგარიტაზე“ სპეციალური პრიზი, “ფესტივალის აღმოჩენა” დაიმსახურა.
იმავე დროს გამოცდილი მუსიკოსების რჩევით საკუთარი მუსიკის შექმნას შეუდგა - პირველი იყო კლასიკური მიმართულების „ხორუმი“ (ვოკალურ-ინსტრუმენტული კომპოზიცია).
1998-99 წლებისთვის ნესტანმა საკუთრი რეპერტუარი ვოკალური კომპოზიციებით შეავსო და ცოცხალი კონცერტიც გამართა ჯგუფის თანხლებით - აქ შესრულებულმა და სხვა კომპოზიციებმა თავი მოიყარა მის პირველ ალბომში „ექო“.
2003 წელს ნესტანმ ბაგრატიონ-დავითაშვილმა ახალი რეპერტუარი წარუდგინა მსმენელს თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, თბილისის კონსერვატორიის სცენაზე.
ამის შემდეგ იგი გერმანიაში, შტუტგარტში გაემგზავრა კამერული მუსიკის შესასწავლად.
2005 წელს ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისში ჩამოვიდა და ისევ კონსრვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი გამართა, სახელწოდებით „ქრონო“.
შემდეგი გამოსვლა შტუდგარტში შედგა 2006 წელს ადგილობრივ ალეტერნატიულ სცენაზე Wagenhallen, სოლო პროგრამით (ვოკალი, ფორტეპიანო).
შტუდგარტში სწავლისა და ცხოვრების მანძილზე მოხდა ისე რომ ნესტანმა ადგილობრივი მუსიკოსების ჩართულობით შეკრა ქალთა გუნდი და სპეციალურად შექმნა საგუნდო ნაწარმოები (Stimma Dizza).
ამ წლების მანძილზე ნესტანი წმინდა კლასიკური მიმართულების კონცერტებსაც მართავდა და მართავს.
შტუდგარტში სწავლის დასრულების შემდეგ იგი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშოდ და ღემდე იქ ცხოვრობს.
ბოლო წლების სოლო ავტორ-შემსრულებლის ექსპერიმენტების შედეგები მუსიკოსმა გააერთიანა ალბომში Be Yourself და გასულ მაისს გამოაქვეყნა.