31 ოქტომბერი 2025, 11:03 9 ნახვა

დილის რადიო

31 ოქტომბერი პარასკევი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება , გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტერნაძე გაგვაცნობს

31 ოქტომბრით არაერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო ფაქტი და მოვლენაა დათარიღებული, მათ შესახებ მოგიყვებით

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება 

#დღეს, ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში “ მოკლე ისტორიები” გაიცნობთ პროექტ “გამომყევი აჭარაში” მონაწილეს კონტენტ-კრეატორ, სტუდენტ ჯაბა გოგიტიძეს

#ფილმი „ჩემი მეგობრები“ , რომელმაც სმარტ-ფილმების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის „აჭარული კინო-ამბები“ გრან პრი მოიპვა , ტორონტოს საერთაშორისო ფილმების ფესტივალის პროგრამაში მოხვდა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ფილმი სხვა ფესტივალებსაც ეწვევა . და კიდევ ფილმის ავტორი ელენე კურტანიძე, რომელიც ხშირად მონაწილეობს ფოტოკონკურსებში, ცნობილი ფოტოგრაფის ევტიხი ჟვანიას სახელობის ფოტო კონკურსის „ევტიხი“ მესამე ადგილის მფლობელი გახდა #დილის რადიოს სტუმარი ელენე კურტანიძე

#დღეს დილის რადიოში მოვისმენთ ბათუმზე შექმნილი ერთი სიმღერის ისტორიას, რომლის კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი გახლავთ იოსებ სოსო ბარდანაშვილი.

#7 ნოემბერს ბათუმში ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმი გაიმართება
#დილის რადიოს სტუმარი: გურანდა გოგიტიძე-ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, ფორუმის ორგანიზატორი

სპორტის სიახლეები სეოსთან ერთად 

ამინდი