სამი დაკავებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით

04 ივლისი 2020, 18:01 287 ნახვა

სამართალდამცავებმა ფოთში 43 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976  წელს დაბადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უგონო მდგომაროებაში მყოფი მოქალაქე გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მალევე გარდაიცვალა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - წერია შშს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში