ცვლილებები აქციებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში მიღებულია

16 ოქტომბერი 2025, 17:50 112 ნახვა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 80-ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები კიდევ უფრო მეტად მკაცრდება.

ამ მიმართულებით ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელდა.

ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია - ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში