გერმანია-ჩეხეთის საზღვარზე ძლიერი ტყის ხანძარია

28 ივლისი 2022, 17:41 295 ნახვა

​გერმანია-ჩეხეთის საზღვარზე ხანძრის გამო შესაძლოა პოპულარული ეროვნული პარკი განადგურდეს.  ხანძარი, რომელიც  გასულ შაბათ-კვირას გაჩნდა,  კონტროლს ექვემდებარებოდა, თუმცა დღეს ისევ  გავრცელდა“, - წერს ადგილობრივი მედია. საზღვრის ორივე მხარეს ასობით მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, ადგილზე 8 სახანძრო ვერტმფრენი მუშაობს. ხანძარი რთულად მისადგომ მთიან რაიონშია, რაც  ხანძართან ბრძოლას ართულებს. ადგილობრივი ხელისუფლება ტურისტებს  მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში