გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა მასწავლებელთა გამოცდის 5 საგნის შედეგები

15 აგვისტო 2022, 11:40 951 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა 5 საგნის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა. 

მათივე ინფორმაციით, ცნობილია ტესტირების შედეგები ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

"საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების დასრულებისთანავე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში