არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო სქესობრივი დანაშაული აჭარაში

26 აგვისტო 2022, 17:14 1339 ნახვა

17 წლის მოზარდის ორსულობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო სქესობრივ დანაშაულს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეში ასევე ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოც. როგორც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში გვითხრეს, სააგენტოს აჭარის რეგიონულ ცენტრს არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლის გამოყოფის მოთხოვნით შს სამინისტრომ უკვე მიმართა, ბავშვთან და ოჯახთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს. მოზარდი სკოლის მოსწავლეა. საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი „მთავართან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო სექსუალურ დანაშაულზე ინფორმაცია სკოლას სამი თვის წინ უკვე ჰქონდა, თუმცა, დირექტორი პასუხსმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ არ ესმის რა რეაგირება უნდა მოეხდინა სკოლის ადმინისტრაციას, როცა მისივე თქმით, ოჯახმა ყველაფერი იცოდა. საქმით დაინტერესებულია სახალხო დამცველის აპარატიც. საგამოძიებო ორგანოს სწორედ ომბუდსმენმა მიმართა. აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოზარდის ორსულობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტვ 25-მა გაავრცელა. სოფელში საკითხზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში