2 თვეში განადგურებული 10 000 კგ-მდე უვარგისი ხორცი 

31 აგვისტო 2022, 14:47 718 ნახვა

ხორცის, როგორც მაღალი რისკის სურსათის კონტროლი ქვეყანაში გრძელდება. ივლისსა და  აგვისტოში, როგორც სასაკლაოებიდან, ასევე სარეალიზაციო პუნქტებიდან ჯამში 10 000 კილოგრამი უვარგისი ხორცია ამოღებული და განადგურებული. ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ისაუბრა. თქვა, რომ წინა წლებთან შედარებით დარღვევების რიცხვი ნაკლებია, თუმცა კრიტიკული შეუსაბამობები სასაკლაო თუ სარეალიზაციო სივრცეებში ისევ  აქტიურად ფიქსირდება.

რაც შეეხება ხორცით გარემოვაჭრეებს,  მათი საქმიანობა უკანონოა და სააგენტო მათ ვერ აკონტროლებს. ვასილ ბასილაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ხორცი, რომელსაც სასაკლაოს გვერდის ავლით კლავენ, საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ხორცს შეიძლება  თან ახლდეს მაღალპათოგენური ნაწილები, ისეთი როგორიცაა საქონლის ხერხემალი და თავის ტვინი.

ვასილ ბასილაძე საუბრობს გაზრდილ ჯარიმებზეც. მაგალითად  სასაკლაოს გვერდის ავლით ცხოველის დაკვლა  1000,  განმეორებით  კი 3000 ლარით ჯარიმდება.

ბიზნეს ოპერატორი კი კრიტიკული შესაბამისობის გამო ჯერ 1000,  ერთი წლის  განმავლობაში განმეორებით დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში  კი 5000 ლარით ჯარიმდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში