საფეხბურთო კლუბმა ''გონიომ'' ,,ბსუ'' 6-0 დაამარცხა

06 სექტემბერი 2022, 12:36 1272 ნახვა

ზაფხულის შესვენების შემდეგ საქართველოს რეგიონული საფეხბურთო ლიგა მე-12 ტურის მატჩებით განახლდა. საფეხბურთი კლუბმა ''გონიომ'' აჭარულ დერბში ''ბსუს'' უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა.

მატჩში სამი ბურთი ხუბუამ გაიტანა, ხოლო თითო გოლი ჭედიას, ბერიძის და ნაკაშიძის ანგარიშზეა. ამ დროისთვის ''გონიო'' რეგიონულ ლიგაში 27 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ფოთის ''კოლხეთი-2''-ს 3 ქულით ჩამორჩება.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი კი 15 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ''გონიო'' 12 სექტემბერს გასვლაზე ''ბახმარო-2''-ს დაუპირისპირდება. ''ბსუ'' კი შინ ''ეგრისს'' მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში