ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრების გრან პრიზე ორი მედალი მოიპოვეს

17 ნოემბერი 2025, 11:54 72 ნახვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ჯამალ გამზათხანოვი დაამარცხა. ზაგრების გრანპრიზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლუკა მაისურაძემ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლოს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გაძლიერებული შემადგენლობით აბუ დაბის გრან სლემზე იასპარეზებს. პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, პირველ ტურნირს იჭიდავებს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე