„ჯვაროსნები“ ბულგარეთში ჩავიდნენ

17 ნოემბერი 2025, 11:55 84 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს. ტრავმის გამო ნაკრებთან ერთად სოფიაში საბა გოგლიჩიძე ვერ გაემგზავრა. ბულგარეთში ეროვნულ გუნდს „მტკ ბუდეპაშტის“ 27 წლის მცველი ილია ბერიაშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.
დღეს საქართველოს ნაკრები თამაშის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს, მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი კი ტრადიციულ პრესკონფერენციას გამართავს. ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 18 ნოემბერს სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე