ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში მასტერკლასები გაიმართა ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელსა და #1 სამუსიკო სკოლაში, მასში მუსიკალური სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
დღეს კი კონცერტი გაიმართება, მასში მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი კლასიკოსები, კონცერტების სერიების დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პიანისტი თამარ ლიჩელი. პროგრამაშია ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები დეკემბერში თბილისში გალა კონცერტით დაიხურება.