თორნიკე შენგელიას მორიგი წარმატება

17 ნოემბერი 2025, 11:54 75 ნახვა

თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის 2025-2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ბასკონიასთან“ გამართა და 91:83 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 18 წუთი ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მან 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. „ბარსელონას“ ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ 3 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით ცხრილში მე-9 ადგილზეა. ტურნირში 18 გუნდი მონაწილეობს, პლეი ოფში ბრძოლას 8 საუკეთესო შედეგის მქონე გააგრძელებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე