ტრენინგები მომავალი არქიტექტორებისთვის

06 სექტემბერი 2022, 19:54 664 ნახვა

მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული კომპანიების წარმომადგენლები ბათუმში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ, რომელზეც თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. მასტერკლასი მოიცავდა იმ თანამედრვე მიდგომებისა და ინოვაციების გაცნობას, რასაც მსოფლიოში არქიტექტურული დიზაინისა და მშენებლობის დარგში იყენებენ. სტუდენტების თქმით, ეს შეხვედრა თავიანთ პროფესიაში რეალური წარმოდგენის შექმნაში დაეხმარებათ.  კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქმნიან გამორჩეული დიზაინისა და არქიტექტურის ნაგებობის. არქიტექტორები იმუშავებენ ბახმაროს პროექტზე, რომელიც ადგილობრივ უნიკალურ ბუნებასთან და გარემოსთან უნდა იყოს თავსებადი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი