ჩემპიონთა ლიგა დაიწყო

07 სექტემბერი 2022, 10:02 511 ნახვა

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 8 მატჩით დაიწყო. E ჯგუფში სენსაცია დაფიქსირდა, სადაც ზაგრებში „დინამომ“ „ჩელსის“ 1:0 სძლია. "ზალცბურგმა" და "მილანმა" ფრედ 1:1 ითამაშეს.

F ჯგუფში "რეალმა" მეორე "სელტიკი" 3:0 დაამარცხა და მადრიდელთა თავდამსხმელმა ბენზემამ 30-ე წუთზე მუხლის ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

"შახტარი" უკრაინაში ომის გამო ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ "ლაიფციგს" გერმანიაში მაინც სძლია 4:1. ჯგუფში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე "სევილიას" 4:0 მოუგო, "კოპენჰაგენი" კი "დორტმუნდთან" 0:3 დამარცხდა.

დანიურ გუნდში დავით ხოჭოლავამ 81-ე წუთამდე ითამაშა. H ჯგუფში პსჟ-მა სახლში მბაპეს დუბლით 2:1 მოუგო "იუვენტუსს", ხოლო "ბენფიკამ" 2:0 "მაკაბის".

დღეს ჩემპიონთა ლიგის კიდევ რვა შეხვედრა გაიმართება, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს „ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩი იწვევს, სადაც შედგება ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში