ოლაფ შოლცი ენერგომატარებლებზე ფასების დაწევსკენ მოუწოდებს

07 სექტემბერი 2022, 17:50 559 ნახვა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა იმედი გამოთქვა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი აჩერებს ნორდ-სთრიმს ქვეყანა ზამთარს გადაიტანს და კრიზისს გაუმკლავდება. „ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა შემიძლია ვთქვა, რომ გადავლახავთ ამ ზამთარს ყველა პრობლემასთან ერთად  მოსამზადებელი სამუშაოების წყალობით, რომელიც ჩვენ გავიარეთ“, - განაცხადა შოლცმა. გერმანიის მთავრობა  ბუნებრივი აირის   იმპორტისთვის ინფრასტრუქტურის შექმნით ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებას ცდილობს  -ამბობს კანცლერი. „ენერგიის მიწოდების ფასები უნდა შემცირდეს, მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ ფასების გადახდა და ჩვენ ვიზრუნებთ ამაზე“, - განაცხადა შოლცმა ბუნდესტაგის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. შოლცის თქმით,  ახლა გერმანიაში გაზის საწყობების საცავი 85%-ზე მეტი მოცულობით არის სავსე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში