„ იავნანამ რა ჰქმნა?!“- სამზადისი პრემიერისთვის

08 სექტემბერი 2022, 15:31 604 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრის დასი პრემიერისთვის ემზადება. 86-ე თეატრალური სეზონი შაბათს საპრემიერო ჩვენებით ,, იავნანამ რა ჰქნა’’ გაიხსნება. ყველასთვის ცნობილი  ნაწარმოების მიხედვით,მსახიობები ქეთოს ისტორიას თოჯინებით გადმოსცემენ,  პატარა გოგო, რომელიც მშობლებისგან შორს გაიზარდა. მრავალი წლის შემდეგ შინ დაბრუნებული  დედ-მამას ვეღარ ცნობს... მშობლები, მას სწორედ დედის მიერ ნამღერმა „იავნანამ“ გაახსენა.   სპექტაკლზე  რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა იმუშავა. საპრემიერო ჩვენების დაწყებამდე  სეზონს 18:00 სათზე მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე ჰიტებითა და თეატრალური ნომრით გახსნის. ბილეთების შეძენა თეატრის სალაროსა და Online  Biletebi.ge- ზე შეგიძლიათ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში