თბილისში „ღამის სერენადები“ საზეიმოდ დაიხურა. ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტზე, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იყო პროექტი - Astor, რომელიც დრამატულობით, ვიზუალური ესთეტიკითა და მასშტაბური ქორეოგრაფიით იყო დატვირთული. ფესტივალის ფარგლებში 6 კონცერტი გაიმართა. საღამოებს, თბილისის გარდა, ბორჯომმა და ბათუმმა უმასპინძლა. პარალელურად, ჩატარდა გამოფენები, მასტერკლასები და ვორქშოპები.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე