„ბათუმი“ „ყაზბეგთან“ დამარცხდა

10 სექტემბერი 2022, 11:33 471 ნახვა

ქვეყნის ჩემპიონმა "ბათუმმა" დიდი 10-ის მეორე ტურში პირველი მარცხი იწვნია. შავიზღვისპირელები შინ  "ყაზბეგთან" -19:33 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ "ბათუმი" საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდა, რადგან კვირას, 11 სექტემბერს "რაგბი ევროპის" სუპერ თასის პირველ ტურში "შავ ლომს" უნდა დაუპირისპირდეს. ბათუმელთა რიგებში დებიუტი ქონდა პოლონელ ლეგიონერს ანტონც შაშეროს. მან მეტოქეს ორი ლელო და ამდენივე გარდასახვა გაუტანა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში