ბათუმში ბაღში რიგს 1 380 ბავშვი ელოდება

13 სექტემბერი 2022, 14:37 769 ნახვა

ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. სააღმზრდელო პროცესი სარემონტო სამუშაოების გამო ვერ დაიწყება 33-ე, 20-ე და 13-ე ბაღებში. აღსაზრდელები მშობლებთან შეთანხმებით ადმინისტრაციული უბნის მიხედვით სხვა ბაღებში გადანაწილდებიან. ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღებში მოსახვედრად რიგს 1380 ბავშვი ელოდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში