ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სტატუსი შეუქცევადია-კიმ ჩენ ინი

14 სექტემბერი 2022, 11:58 382 ნახვა

ჩრდილოეთ კორეაში ახალი პროპაგანდისტური პლაკატები გამოჩნდა, რომლებზეც ბირთვულ ქობინებიანი ბალისტიკური რაკეტებია წარმოდგენილი. სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა ბოლო წლებში და მას შემდეგ, რაცგასულ კვირას ქვეყანამ მისი ბირთვული სტატუსი კანონმდებლობაში დააფიქსირა. ორ პლაკატზე წარმოდგენილია სახელმწიფოში შექმნილი ბოლო რაკეტები კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტების ჩათვლით.პროპაგანდისტური პლაკატები ჩრდილო-კორეელების ერთგვარი წახალისებაა გასულ კვირას ქვეყნის ლიდერის მიერ დასახული მიზნების შესასრულებლად-აცხადებს სახელმწიფო მედია. ჩრდილოეთ კორეამ  ახალ კანონში თავდაცვის მიზნით პრევენციული ბირთვული დარტყმების მიტანის უფლება დაიტოვა. კიმის თქმით, ქვეყნის ბირთვული სტატუსი შეუქცევადია და  ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებს კრძალავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში