„დიდი შესვენება“ - საქართველოდან ოსკარზე წარსადგენ კანდიდატ ფილმად შეირჩა

15 სექტემბერი 2022, 19:50 529 ნახვა

"დიდი შესვენება" - ასე ჰქვია დათა ფირცხალავას ფილმს, რომელიც 12 კაციანმა სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია და ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმია. ფილმის კამპანია ოქტომბერ-ნოემბერში ლოს ანჯელესში დაიწყება, ხოლო დეკემბერში გამოქვეყნდება მოკლე ცნობა. წელს საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 6 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მანამდე, ხარკოვის რეგიონს ვოლოდიმირ ზელენსკი სტუმრობდა. უკრაინული მედიის ცნობით, წარმატებით ხორციელდება უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებით. ქვეყნის არმიამ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, რომელიც ხერსონიდან 25 კილომეტრზე მდებარეობს. სამხრეთში უკრაინის ჯარმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი და 11 ტანკი გაანადგურა. განახლებული მონაცემებით, რუსებმა „კინჟალის“ და „ისკანდერის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტები გამოიყენეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ჰიდროტექნიკური ობიექტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში