საბრძოლო მოქმედებები არაღიარებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზღვარს მიუახლოვდა

20 სექტემბერი 2022, 11:56 353 ნახვა

სულ მცირე სამი შენობა განადგურდა ქალაქ კადიივკაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად.  არაღიარებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელთა განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ქალაქი ჰაიმარსის რაკეტებით დაბომბეს. დაზიანებულია სასპორტო სკოლა. ადგილობრივების განცხადებით, რაკეტები მოხვდა საოფისე კომპლექსს, რომელშიც ვეტერინარული კლინიკა და მაღაზიაა განთავსებული. რუსული და პრორუსული ძალები  აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში მდებარე ლუგანსკის მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ, თუმცა  კიევის ბოლოდროინდელმა მოულოდნელმა კონტრშეტევამ ხელი შეუწყო საბრძოლო მოქმედებების სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რაიონებთან მიახლოებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში